მსჯავრდებულისთვის ფსიქოტროპული წამლის გადაცემის ფაქტზე ბრალი ექიმს წარედგინა
სამართალი - 15:33, 13 Jul, 2017     2184
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდება წარედგინა N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტ ე.კ.,-ს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი, ბრალდება წარედგინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს - დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მსჯავრებულ დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი - ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას.

საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42