ქალაქ ოზურგეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
რეგიონები - 20:28, 11 Jul, 2017     1978
ქალაქ ოზურგეთში ნიკოლაძის ქუჩაზე N4-ე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

მიმდინარე სამუშაო პროცესი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ და შესაბამისი სამსახურის უფროსებმა მოინახულეს.

ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია , შპს ,,შანსი 2010“ აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგაც აღნიშნული ბაღი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და უახლესი ინვენტარით აღიჭურვება.


,,დღეს დავათვალიერეთ მეოთხე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ, ქალაქში მხოლოდ ეს ბაღი არ იყო გარემონტებული, რის გამოც პატარებსა და პედაგოგებს შეუსაბამო გარემოში უწევდათ ყოფნა. მოხარული, ვარ რომ მოვიძიეთ თანხები და აღნიშნული ბაღის გარემონტება დავიწყეთ. შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვგეგმავთ ეზოს კეთილმოწყობას, რომლის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელები კომფორტულ და სტანდარტების შესაბამის გარემოში იქნებიან"- განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერიმა ბეგლარ სიორიძემ.

მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 520 462 ლარს შეადგენს, ექვს თვეში დასრულდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 120 ბავშვზე იქნება გათვლილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42