"საპატრიარქოს იურისტი და პროკურატურა ერთმანეთს ასწრებდნენ დეკანოზის დისკრედიტაციას"- ფანცულაია
სამართალი - 20:22, 11 Jul, 2017     2029
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე ხან საპატრიარქოს იურისტი და ხან პროკურატურა პერიოდულად ერთმანეთს ასწრებენ, თუ ვინ მოახდენდა სასულიერო პირის დისკრედიტაციას.


რაც შეეხება დეკანოზის შპს-ში დასაქმებას, ადვოკატმა პროკურორის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა.

"პროკურორებმა გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია, რომელიც ემსახურება დეკანოზის დისკრედიტაციას. განაცხადეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო სხვადასხვა შპს-ის მამაო. ეს არის სიცრუე და ასეთი რამ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს. პერიოდულად ერთმანეთს ასწრებენ ხან საპატრიარქოს იურისტი და ხან პროკურატურა იმას, თუ ვინ მოახდენს დეკანოზის დისკრედიტაციას", - განაცხადა ფანცულაიამ.

გარდა ამისა მისი თქმით, გამომძიებლების დაკითხვისას "გამომძიებლების მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ წამოცდომები იყო".

"დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია რომ ჩხრეკა ჩატარდა აეროპორტში, თუმცა ჩვენს კითხვაზე, თუ სად მოხდა ჩხრეკა, განაცხადეს, რომ სამარშუტო ტაქსში, რომლითაც დეკანოზი გადაიყვანეს პროკურატურაში. რაც შეეხება ბარგის ჩხრეკას, როცა გაიხსნა ბარგი, რატომღაც ფოტო მხოლოდ იმ ერთ ნივთს აქვს გადაღებული, რომელშიც ვითომდა შემდეგ პროკურატურამ აღმოაჩინა ე.წ. ციანიდი. როცა ჩვენ ვკითხეთ, თუ რატომ გადაუღეს მხოლოდ ამ ნივთს ფოტო, გამომძიებელმა გვითხრა, რომ ამ ნივთში იყო მოთავსებული ციანიდი და ამის გამო. რა იცოდა გამომძიებელმა წინასწარ, სად იდო ციანიდი?! ასევე, ფოტოზე ჩანს, რომ ლუქი და პოლიეთილენის პარკი გახეულია, რომელშიც მოთავსებული იყო დეკანოზის ბარგი. თავდაპირველად გამომძიებელი უარყოფდა ლუქისა და პოლიეთილენის პარკის მთლიანობის დარღვევას, თუმცა სურათის ჩვენების შემდეგ გამოსავალი იპოვეს და განაცხადეს, რომ პარკი მას შემდეგ გახიეს, როცა ციანიდი ამოიღეს. იყო არაერთი მწვავე კითხვა დასმული, რაშიც ისინი იჭრებოდნენ, ნებსით თუ უნებლიედ სიმართლეს ლაპარაკობდნენ, ამას ყველაფერს მოსამართლე ისმენდა და შემდეგ შეაფასებს კიდეც", - აღნიშნა ფანცულაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42