"ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა"- "ციანიდის საქმეზე" პროცესი 14 ივლისს განახლდება
სამართალი - 19:25, 11 Jul, 2017     5335
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 14 ივლისს განახლდება. დღევანდელ სხდომა 8 საათი გაგრძელდა და სულ 10 მოწმე დაიკითხა.

პროკურორების თქმით, ბრალდებული სტატუსით იყო დარეგისტრირებული ერთ-ერთ შპს-ში ხელფასს და პრემიებს იღებდა, რაზეც დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის სტატუსი არ არსებობს.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა განუცხადა, „ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა“.

ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესზე გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ ბრალდებულმა თავად ამოიღო ტანსაცმლის საწმენდი ნივთი, რომელიც საკუთარი ინიციატივით დაშალა.

„შემდეგ ამოიღო ფეხსაცმლის საწმენდი სპრეი, რომლის გვერდზე გადადებას შეეცადა გაუხსნელად, თუმცა, გამომძიებლების მოთხოვნის შემდეგ მოხადა თავი, საიდანაც გადმოვარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნატრიუმის ციანიდი. ამის შემდეგ ბრალდებულმა დამსწრე ადვოკატს განუცხადა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და მისი დახმარება არ სჭირდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მოიფიქრა, თითქოსდა ეს ნივთიერება მისი არ იყო. მანამდე არავითარი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებოთ არ გაუკეთებია", - განაცხადა ბრალდების მხარის წარმმადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42