"იგეგმება ახალი პროვოკაცია" - "ბირჟა მაფიის" წევრები შესაძლოა ისევ დააკავონ
სამართალი - 13:24, 11 Jul, 2017     6104
ჯგუფ „ბირჟა მაფიის წევრები“ არ გამორიცხავენ რომ ხელმეორედ დააკავონ. რეპ-ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბირჟა მაფიას წევრების მიმართ მორიგი პროვოკაცია იგეგმება“.

„მე ახლაც კი არ გავაკეთებ ზუსტ განცხადებას, რომ მინისტრმა ეს იცოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ მინისტრი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის გამოსვლას და დაუმთავრებელი გამოძიების პირობებში აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვართ კრიმინალები და ეს იყო ჩვენი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ბირჟა მაფიის თემაზე საუბრისას ის იწყებს კლიპზე ლაპარაკს, ეს ეჭვს ბადებს . კლიპი არ ყოფილა სისტემის კრიტიკა და რომც ყოფილიყო, მინისტრს არ აქვს უფლება თქვას, რომ არ გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება, ის არღვევს ჩვენს სიტყვის თავისუფლებას“, - ამბობს ქებურია.

გიორგი ქებურიას დედის, განცხადებით, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მიმართ ახალი პროვოკაცია იგეგმება.

ლელა რეხვიაშვილის ინფორმაციით, უნდათ, რომ მათ კიდევ ერთხელ ჩაუდონ ნარკოტიკი.

„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია. მერწმუნეთ, ამის საშიშროება დგას, რადგან ისინი არიან კედელთან მიმწყვდეულები. მათ არ იციან, რა გააკეთონ თავის გადასარჩენად. იცით, რომ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. იქ აღმოჩნდნენ კეთილსინდისიერი ადამიანიები, რომლებიც ძალიან წუხან იმაზე რაც ხდება. იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგის და მიშიკოს მიმართ, რომ მათ უნდათ, განმეორებით მოაწყონ ეს სანახაობა, კიდევ მოხდეს ჩადება, ოღონდ არა მათ მიერ, არამედ სხვა შერჩეული ჯგუფის მიერ, რომ თქვან, აი, ხედავთ, ჩვენ თუ ცუდები ვართ, ისინიც ცუდები არიან? ამის საშიშროება არის, რადგან ისინი არიან კედელთან მიმწყვდეულები“, - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა.

ე.წ. რეპერების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დღეს კომენტარი არ გააკეთა. ამ თემაზე საუბარი არც მისმა მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, ისურვა. მან მხოლოდ ზოგადი განმარტება გააკეთა.

„სასამართლოს განაჩენი უდანაშაულობის ცნობაზე არ ნიშნავს, რომ მოხდა ჩადება, პირდაპირ ამის ასე განმარტება არასწორი იქნება, მათ შორის სამართლებრივადაც... დეტექტიური სამმართველო ფიგურირებს ათას სხვა გახსნილ საქმეში, სადაც დადგა ასეთი განაჩენი, ხალხი პასუხისგებაში არის მიცემული, შესაბამისად, განსაკუთრებული რა არის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42