საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით გამზარდია "ციანიდის საქმეზე" საკუთარ განცხადებებს კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ბრალდენის მხარე დღესვე დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან.
”დღეს გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ. მაგალითად, დაიკითხება ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი და ადამიანი, ვისაც გველის შხამს სთხოვდა 2016 წლის ზაფხულის თვეში. ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ასევე დაიკითხება არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც ის ფლობს და რაც საჯაროდ გაავრცელა. საგამოძიებო უწყებაში ის უკვე დაიკითხა და ამ ინფორმაციას დაადასტურებს სასამართლოზე”, - განაცხადა გუბელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






