"ფოტოგრაფების საქმეზე" ეკა ბესელია იკითხება
სამართალი - 11:22, 11 Jul, 2017     1408
„ფოტოგრაფების საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება, რომელიც 2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მისი ადვოკატი იყო. ეკა ბესელიას თქმით გიორგი აბდალაძე პატიმრობის დროს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

„პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ გიორგი იყო დათრგუნული და კომუნიკაცია უჭირდა. მეუბნებოდა - მე ამას ვერ გავუძლებ, აქედან ცოცხალი ვერ გავალო. ბოლოს წინა შეხვედრაზე, სანამ აღიარებაზე ხელს მოაწერინებდნენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული იყო. ეს იყო ჩვენება, რომელიც მან გააზრებულად დაიბრალა, რადგან იქიდან ცოცხალი გამოსულიყო. იმ ღამეს, როცა აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა, მასთან შესულები იყვნენ პროკურატურის, შსს-ს, კონტრდაზვერვის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში გადიოდა რეპეტიციას, როგორ უნდა ეღიარებინა. მათ შორის ერთი ჩემს როლშიც კი იყო, ეს ყველაფერი მე გვიან გავიგე.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.,

შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოგრაფები ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავა. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულია კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ასევე გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მუხაძე. რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

დავით დევნოზაშვილს და ალექსანდრე მუხაძეს ბრალად ედებათ უფლებამოსილების გადამეტება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42