ფიზიკური ანგარიშსწორება ირაკლი ფირცხალავაზე - ოჯახის ცნობით დაკავებულს პროკურორი გაუსწორდა
სამართალი - 21:20, 07 Jul, 2017     5443
მთავარი პროკურატურის პროკურორს ე.წ. მატროსოსვის ციხეში ყოფილი სამარტალდამცავის ცემაში ადანაშაულებენ. ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. მის ოჯახს ინფორმაცია ამავე საპატიმროში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ მიაწოდა.

ცააძემ ციხიდან დარეკა და განუცხადა, რომ ფირცხალავას საკნიდან ყვირილის ხმა ესმოდა. სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დღეს სწორედ ირაკლი ფირცხალავასთვის გამოიძახეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი, რომელიც ტელევიზიას ფირცხალავას მეუღლემ მიაწოდა, ასახულია ირაკლი ფირცხალავს მოთხოვნა დახმარების შესახებ. მისი განცხადებით პროკურორები ემუქრებიან, ზეწოლის მიზეზი კი ის წერილია, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა და ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე აგენტ-პროვოკატორობაში ამხილა.

ამ წუთებში ირაკლი ფირცხალავას საკანში შესვლას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ელოდება. სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება რამდენიმე წუთის წინდ ატოვა დაკავებულის ადვოკატმა. ოჯახის წევრების ინფორმაციით ფირცხალავას დაზიანებები აღენიშნება ტავზე. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაკავებულმა განაცხადა, რომ მაშნ როდესაც უნდა დაკიტხულიყო, შესაბამის ოთახში მაგისტრ მსოამართლესთან და ორ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და აღნიშნულის შემდეგ აღარაფერი ახსოვს.

„მისი მდგომარეობა ნორმალურია რაც შეეხება სიტუაციას, კოპი აქვს თავზე და ფეხზე აქვს მცირე დაზიანება, თავად ირაკლის განცხადებით, როდესაც მოსამართლე კითხავდა საკანში, მან უთხრა, რომ ცუდად იყო და ჩვენების მიცემა არ შეეძლო, გარკვეული საუბრების შემდეგ, როდესაც ტოვებდა საკანს, გაიღვიძა და ასულიერებდნენ. მას არ ახსოვს კონკრეტული სიტუაცია თუ რა მოხდა, რა მდგომარეობაში დაკარგა გონება, ვინმეს მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი შეურაცხყოფას, მისი მოთხოვნაა, რომ კამერების ჩანაწერი ამოიღონ, რათა თავადაც დარწმუნდნენ რა მოხდა და როგორ მოხდა“, - აღნიშნავს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული უარს აცხადებს მედიკამენტურ მკურნალობაზე და სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო წესით გადაყვანაზე. გიორგი ცააძის და მისი ძმის ზარის შინაარს იხსენებს:

„დამირეკა ჩემმა ძმამ განწირული ხმით, ჩქარა მოდით ციხესთანო, ირაკლის დაარტყა პროკურორმაო, მაგრამ გვარი არ დაუსახელებია, ნახევრად არ მესოდა, გული წაუვიდა და ცუდად არისო“, - აცხადებს ირინა ცააძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42