ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები სიტყვა-სიტყვით დაემთხვა იმ ჩვენებას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს მიცემული გამოძიებისთვის.
დღეს პატრიარქის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის თანამშრომლებმა პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის და სასულიერო პირების ურთიერთობაზე და საპატრიარქოში არსებულ სიტუაციაზე ისქაუბრეს.
ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეებმა პროცესზე განაცხადეს, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება და მითითება, რომელიც შემდგომ თვითონვე უარუყვია.
„ დღეს პატრიარქის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება და მითითება, რომელიც შემდგომ თვითონვე უარუყვია. დღეს გაჟღერებული თემები სიტყვასიტყვით ემთხვეოდა დეკანოზის მიერ მიცემულ ჩვენებას, რაზეც პროკურორი გამოდიოდა წყობიდან, მაგრამ გვიწევდა მათი დამშვიდება. დაცვის ბიჭები ყველაფერს ისე ადასტურებდნენ, როგორც მამალაძის 60-ფურცლიან ჩვენებაშია ნათქვამი“- აღნიშნა დაცვის მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს, თუ რატომ ჩადიოდა დეკანოზი გერმანიაში და რა მოლოდინი ჰქონდა.
„ დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს, რა ურთიერთობები იყო საპატრიაქოში შორენა თეთრუაშვილსა და სასულიერო პირებს შორის, რა ურთიერთობები იყო მეუფე იაკობსა და სოსო ოხანაშვილს შორის, რა ხდებოდა შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე იაკობს შორის და ა.შ. დაცვის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათ ხშირად სამივლინებო თანხა არ გააჩნდათ და დეკანოზი გიორგი მამალაძე ხშირად ეხმარებოდა მათ ფინანსურად“- განაცხადა ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






