რატომ არ მისცა "ციანიდის საქმეზე" ჩვენება ირაკლი ფირცხალავამ და რატომ შიმშილობს ყოფილი პოლიციელი
სამართალი - 12:07, 07 Jul, 2017     2787
ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ფირცხალავამ რომელიც ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ უნდა დაკითხულიყო გამომძიებელს ჩვენება არ მისცა.

დაკავებულის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იყო დაკითხვა, ის ზეწოლასა და დაშინებას უფრო ჰგავდა.

ირაკლი ფირცხალავა მაგისტრ მოსამართლესთან მოითხოვს დაკითხვას. ფირცხალავა მოსამართლეს პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის, ირაკლი მამალაძის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს ის, რომ ირაკლი მამალაძე არის სუს-ის აგენტი.

„მან თქვა, რომ ეს დაკითხვა არ იყო, ეს ჰგავდა ზეწოლას და დაშინებას, რომ მას სასამართლოში არ მიეცა ის ინფორმაცია, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა. ვინაიდან მან დააფიქსირა, რომ არ იყო თანახმა ამ ფორმატში ჩვენება მიეცა, სასამართლოზე დაიკითხება და სასამართლოზე მისცემს მოსამართლეს იმ ჩვენებას, რაც გაავრცელა, მაგრამ ეს მოხდება არა იმ პროცესზე, სადაც იხილება მამალაძის საკითხი, არამედ სხვა გამოყოფილ საქმეში. სწორედ ეს არის საეჭვო, რომ კითხავენ სულ სხვა საქმეზე, რაც არის ზეწოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

როგორც ირკვევა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. მასთან ერთად შიმშილობს კორტების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ყოფილი სამართალდამცველი გიორგი ცააძეც.

დაკავებულები მოითხოვენ კორტების საქმეზე სპეცრაზმელების ჩვენებები გაბათილდეს, რადგან მათი თქმით, ჩვენების მიცემამდე შვიდივე სპეცრაზმელი ერთ საკანში მოათავსეს, რაც კანონდარღვევაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42