გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგნენ, საბოლოო სიტყვით გამოვიდა ბრალდებული მიხეილ თათრიშვილიც. თათრიშვილის განცხადებით მას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმედოვნებს დაცვის მხარეც, ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაზე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მიხეილ თათრიშვილი 15 მარტს დააკავეს, მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ის 27 ივნისს მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან 10000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს.
მასალის გამოყენების პირობები






