ლეილა მუსტაფაევას სავარაუდოდ უთვალთვალებენ - ადვოკატი
სამართალი - 16:56, 06 Jul, 2017     1570
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევას სავარაუდოდ უთვალთვალებენ. თვალთვალის სავარაუდო ფაქტი ერთი კვირის წინ დაფიქსირდა.

”29 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ერთ ერთ-კაფეში ყოფნის დროს ლეილა მუსტაფაევამ, რომელიც უკვე გასვლას აპირებდა, სავარძელზე მოულოდნელად უცხო ჩანთა შენიშნა. როდესაც გაკვირვებულმა მოიკითხა ჩანთის პატრონი და მიზეზი, მოულოდნელად შორიახლოს მდგომი საშუალო ასაკის მამაკაცი მას მივარდა, ხელიდან გამოსტაცა ჩანთა და გაიქცა შენობიდან. ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი უცნობს გამოყვნენ, რათა გაერკვიათ მისი საქციელის მიზეზი, თუმცა ამ პიროვნებას გარეთ კიდევ 2 პირი ელოდებოდა და ყველა ერთად სწრაფი ნაბიჯებით გაშორდნენ ტერიტორიას.

შემთხვევის შესახებ ლეილა მუსტაფაევამ და დაშგინ აღალარლიმ შეატყობინეს პოლიციას. ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში შედგა მათთან გასაუბრების ოქმები, სადაც დეტალურად აღწერეს მომხდარი.

ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი ფიქრობენ, რომ მათ მიმართ ადგილი შესაძლოა ჰქონდეს უკანონო თვალთვალს და მიყურადებას და ეს დაკავშირებული იყოს აფგან მუხთარლის გატაცებასთან, მათ ჟურნალისტურ და ოპოზიციურ საქმიანობასთან, რომელიც იწვევს აზერბაიჯანის ხელისუფლების გაღიზიანებას. ქმედება შესაძლოა მიზნად ისახავდეს ლეილა მუსტაფაევას დაშინებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც სსკ 154-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულია. განხორციელებული ქმედება შეიცავს სიხლის სამართლის კოდექსის 151/1-ე (ადევნება) 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) , 158-ე (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშულის ნიშნებს”, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42