"როსტომაშვილს ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგებაში მისცემენ" - რა მტკიცებულებები აქვს დაცვის მხარეს?
სამართალი - 18:20, 05 Jul, 2017     40422
დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ქუთელიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ იუმორისტს თავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაესხა.

ადვოკატის თქმით, შემთხვევისას დაკავებული საკუთარი ავტომობილით, გოგოსთან ერთად გადაადგილდებოდა, დაცვის მხარისთვის გაუგებარია იუმორისტი ხელს ახალგაზრდა მამაკაცს რატომ ადებს.

კობაიძის განცხადებით, რეალური დამნაშავეები იდენთიფიცირებულები არ არიან.

"ქუთელია მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ეს სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალაშიც ჩანს. ამასთან საქმეში დევს იმ მოწმის ჩვენება, რომლის მანქანითაც სავარაუდო დამნაშავეები როსტომაშვილზე თავდასასხმელად მივიდნენ. ეს ადამიანი ამბობს, რომ ქუთელია მის მანქანაში არ მჯდარა”- აღნიშნავს დაკავებულის ადვოკატი.

კობაიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროცესი შეგნებულად იწელება, რადგან ნამდვილი დამნაშავეები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.

მისი თქმით, პროკურატურას მოუწევს ქუთელია გაათავისუფლოს, რის შემდეგაც როსტომაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„თუ დამტკიცდება, რომ აღნიშნულ საქმეზე ქუთელია უდანაშაულოა და გამოძიება შეწყდება, აბსოლუტურად ლეგიტიმურად ცრუ ჩვენების მიცემისთვის, როსტომაშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს“- განაცხადა ადვოკატმა.

ქუთელიას დედა მარინა მიქაძე ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, მისი შვილი შიმშილობის დაწყებას აპირებს ოჯახი კი აქციებს გამართავს.

„კამერებში ჩანს, რომ ჩემ შვილი როსტომაშვილის ცემაში არ მონაწილეობდა. ზურა, მეგობარ გოგონასთან ერთად საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა. ექსპერტიზაზე ყველაფერი გადაგზავნილია, იმედი მაქვს სიმართლე გაირკვევა და ჩემს შვილს გამოუშვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გავმართავთ, თვითონ ზურა შიმშილობას აპირებს და მეც შევუერთდები. ეს კადრები ვნახე, ვიზუალურად რომ ჩემი შვილის ტანი არ არის, ამაში დარწმუნებული ვარ. ზურა იქ არ ყოფილა, რეალური დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩაიდინა და სახლში ელოდებოდა პოლიცია როდის წაიყვანდა. არანაირ ჯაჭვში ეს არ ჯდება“ - აცხადებს მარინა მიქაძე.

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს 14 ივნისს დაესხნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბეისბოლის ჯოხით სცემეს. შემთხვევა ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული, რომელიც პოლიციას განყოფილებიდან გაექცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42