"გამოძიება წინასწარ დაკვეთილი ვერსიით მიმდინარეობს"- რას აცხადებემ ციანიდის საქმის ადვოკატები
სამართალი - 17:44, 04 Jul, 2017     2294
მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდს ოქრომჭედლები ოქროს გადადნობისას იყენებენ. ადვოკატის თქმით, პროკურატურას ექსპერტებისთვის თავიდანვე უნდა დაესვა ოქრომჭედლებთან დაკავშირებით შეკითხვა, რადგან დეკანოზს უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ციანიდი შორენა თეთრუაშვილმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. თუმცა პროკურატურამ ექსპერტებს მხოლოდ ციანიდის ტოქსიკურ მხარეზე დაუსვა შეკითხვა, რაც მიუთითებს, რომ გამოძიება თავიდანვე მიკერძოებულად ერთი ვერსიით წარიმართა.

„ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს იმ ნივთიერებაზე, რომელიც დეკანოზს ბარგში ჩაუდეს, დაადასტურეს, რომ ეს ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი იყო. მათ ჩვენგან მინიშნებაც კი არ დასჭირდათ ისე დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდს ოქრომჭედლები ოქროს გადადნობისთვის იყენებენ. დეკანოზი ამბობდა, რომ შორენამ ითხოვა ნატრიუმის ციანიდი და ოქრომჭედლისთვის უნდოდა. მათ თქვეს შემდეგი რამ, ამ ნივთიერების უპირველესი დანიშნულება არის ოქროს გამოყვანა. არცერთ ექსპერტს გამოძიებამ, პროკურატურამ, ერთი კითხვაც კი არ დაუსვა გამოძიების კვლევის პერიოდში, თუ შესაძლებელი იყო აღნიშნული ნივთიერება, მართლაც ყოფილიყო ოქრომჭედლობისათვის გამოყენებული. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მიუთითებს, მხოლოდ ერთადერთ ვერსიაზე მუშაობდა, ასე ვთქვათ, წინასწარ დაკვეთილ ვერსიაზე გამოძიება და ყველა სხვა დანარჩენ ვერსიას, მათ შორის, ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებას, კითხვებსაც კი არ სვამდა გამოძიების დროს ექსპერტებთან.“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზის მეორე ადვოკატმა ეკა ლომიძემ კომენტარი „ციანიდის საქმეში“ არსებულ იარაღთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, პროკურატურას არ ჩაუტარებია დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც იარაღზე დეკანოზის ან მთავარი მოწმის კვალს აღმოაჩენდა.
„დეკანოზი აღნიშნავს, რომ ეს იარაღი მისი არ იყო და მიუტანა მას მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ. გამოძიებას აღნიშნული საკითხები არ დაუსვამს ექსპერტების წინაშე, იყო თუ არა შესაბამისი კვალი და აღმოჩნდა თუ არა, თუმცა დეკანოზ გიორგი მამალაძის ან სხვა ვინმეს კვალი აღნიშნულ იარაღზე. ეს, რა თქმა უნდა, უკვე კითხვის ნიშნებია პროკურატურის წინაშე, რომელიც ჩვენ როგორც უფლებადამცველებს გვიჩნდება, რატომ არ ჩაატარეს აღნიშნული ტიპის ექსპერტიზები,“ - განაცხადა ეკა ლომიძემ.

საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით ის დეკანოზის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იარაღზე გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნას საჭიროდ არ მიიჩნევს, ვინაიდან ბრალდებულმა ჩვენებაში თავად დაადასტურა, რომ იარაღთან შეხება ჰქონდა და თან ატარებდა კიდეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42