შოთაძის უწყებამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
"ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ჰ. ფ. ქ. - ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქ. სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდებული იმყოფება ოპატიმრობაში.
ბრალდებულმა ჰ. ფ. ქ. - მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს"- აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
51 წლის ირანის მოქალაქეს ხუთი არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვის ასამართლებენ.
როგორც ირკვევა, შუახნის მამაკაცი ქართველმა სამართალდამცავებმა ახალციხეში მაშინ დააკავეს, როცა ამ უკანასკნელმა „მსხვერპლს“ პარკში დაუთქვა პაემანი.
საქმის მასალების მიხედვით, საბრალდებო სკამზე მჯდომი პირი 5 არასრულწლოვან ბიჭთან მოტყუებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას.
მასალის გამოყენების პირობები






