ირაკლი ჩხვირკვიას, რომელიც ბათუმის მოვლენებთან მიმართებით არის დაკავებული, დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს. დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცის ქვეშ მყოფი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მეექვსე დღეა რაც შიმშილობს:
"ეს ადამიანი 5-ის ნახევარზე ჩავიდა ბათუმში და მანამდე არანაირი ზარი არავისთან განხორციელებული არ აქვს, შესაბამისად, ვერაფრის ორგანიზატორი ეს ადამიანი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, მისი პირობები ქუთაისის ციხეში არის არადამაკმაყოფილებელი და დარწმუნებული ვარ, პირადი შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველს უფრო დეტალურად მოახსენებს, რა ზეწოლა ხორციელდება მასზე," - აცხადებს ადვოკატი, გიორგი ონიანი.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პატიმარი მისივე მოთხოვნით რამდენიმე დღეა სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობაა.
მასალის გამოყენების პირობები






