"დაცვის მხარის 6 ადვოკატმა შესავალი სიტყვაში ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას და რატომ ინტერესდებოდა ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავს, ვერცერთმა ვერ ახსნა ეს გარემოებები და ისევ ის გამოგონილო ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. დაკითხულმა მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის და ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა და არ მისცემოდა მას საშუალება სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები.“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ მოწმე ირაკლი მამალაძის თქმით, ეს პიროვნება შორენა თეთრუაშვილია. მისი თქმით, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ შორენასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ხელისშემშლელი იყო მისი კარიერული წინსვლისთვის.
,,ამბობდა, რომ „დასაბრედი იყო“ იყო „მარილზე გასაშვები“. დაცვის მხარე სტანდარტულ განცხადებებს აკეთებს. მამალაძემ სწორედ ის ჩვენება მისცა, რაც გამოძიების ეტაპზე. დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი იყო ის პიროვნება, ვის მოსაკლავადაც მიჰქონდა ციანიდი“, - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები






