ეკა ბესელიას სარჩელი საინფორმაციო სააგენტო Presa.ge-ს წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეკა ბესელია მორალური ზიანის სანაცვლოდ presa.ge-სგან 5 ათას ლარს ითხოვდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში ჟურნალისტებს ბესელიას შვილის, რატი მილორავასთვის, მკვლელობაში მონაწილეობა არ დაუბრალებიათ.
„მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სასამართლოსათვის ის სადაო ფაქტები, რაზეც აპელირებდა.
მოსარჩელეს არ ჰქონდა მტკიცებულებები. მან ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნები. ასევე, სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც მოსამართლემაც აღნიშნა.
თუ ზემდგომი სასამართლო ინსტანციები იქნებიან სამართლიანები და ობიექტურები, აუცილებლად დარჩება ძალაში მოცემული გადაწყვეტილება, რადგან „პრესა.ჯი“-ს სტატიების მიზანი არ ყოფილა არავის შეურაცხყოფა.
შესაბამისად, მოხარული ვარ რომ სასამართლომ მედია დატოვა იმ სტანდარტებში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია“, - აღნიშნა „პრესა.ჯი“-ს ადვოკატმა, გია დარჩიამ.
მასალის გამოყენების პირობები






