თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. ზვიად გებულაძის თქმით, ცალსახად დასტურდება, რომ დეკანოზმა ანგარებით მკვლელობა მოამზადა:
„ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოამზადა ანგარებით მკვლელობა ძლიერმოქმედი შხამის გამოყენებით“, - აცხადებს პროკურორი.
რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ სად შეიძინა დეკანოზმა ძლიერმოქმედი შხამი, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს:
„ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების დეტალებზე სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ. ყველაზე მნიშვნელოვანის დაყოფას ნუ მოვახდენთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას განზრახული ჰქონდა ადამიანის მკვლელობა და შეიძინა ეს ნივთიერება. დეტალებზე მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის შესაძლო თანამზრახველებზე, მათ შორის სად შეიძინა და დამატებით აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას“, - აცხადებს ზვიად გებულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






