მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსმენის ტექნიკური საშუალება საგამოძიებო ორგანოს ხელში არ უნდა იყოს.
"პროცესი გარკვეული პერიოდით გადაიდო, რათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოწვევა მოხდეს, რადგან სასამართლომ და მხარეებმა შეკითხვები დაუსვან. ეს იყო მთავარი მოტივი. ჩვენ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად არის ფიქტიური, რადგან მისი საქმიანობის უმეტეს ასპექტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერევა და, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ამ ორი უწყების დისტანცირება. დისტანცირების არ არსებობის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი ერთი წლის წინ გააუქმა. დღეს ეს ფაქტობრივი რეალობა გვაქვს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია", - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.
ცნობილია, რომ საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც უნდა დაიკითხოს.
პლენუმი სამი დღის განმავლობაში სახალხო დამცველისა და მოქალაქეების სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხლავდა.
მასალის გამოყენების პირობები






