საქალაქო სასამართლო ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:30, 22 Jun, 2017     1613
თბილისის საქალაქო სასამართლო ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით საიას სარჩელზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ნიუპოსტს" სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე, მოპასუხეების სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

"მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა თანახმადაც, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის „სოლოლაკის ბაღების“ და „სოლოლაკის მაღლობის“ მშენებლობის ნებართვები გაიცა.

ასევე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც საიას საჩივარი აღნიშნულ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით განუხილვევლად იქნა დატოვებული.

სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე, ზეპირი მოსმენით, საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში მათი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გასაჩივრებული აქტების შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, ხოლო მათ მიერ ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს ერთი წლის შემდგომ (2016 წლის ივნისი), ნაცვლად კანონით დადგენილი ერთი თვისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რჩება წარმოებაში და საქმის განხილვა გაგრძელდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42