„პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, გასაჩივრების ვადის დარღვევი მიზეზით არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა მოპასუხე მხარის შეუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საია-მ მშენებლობის ნებართვის გასაჩივრების ვადები დაარღვია.
ეკონომიკის სამინისტროსა და ტბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, 2015 წელს გაცემული ნებართვები 1 თვის ვადაში უნდა გასაჩივრებულიყო.
საია-ს იურისტის თქმით სარჩელის შეტანა მას შემდეგ მოხდა, რაც 2016 წლის სექტემბერში ის რუკები აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში შედის. თუმცა, სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. არასამთავრობო ორგანიზაცია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






