ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ პირს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 10:30, 22 Jun, 2017     5106
გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც "ნიუპოსტს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წარსულში ნასამართლევი ა. ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი ა.ი. მივიდა ქ. გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ი. ო; კ. კ.-სთან და ბ. თ.-სთან ერთად ხვდებოდა. ა.ი.-მ ი.ო.-ს და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც ა.ი.-მ ი.ო.-ს, კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს მიმართ, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ი.ო.-ს. ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აღნიშნული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს. ა. ი.-მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

სამართალდამცველებმა ა. ი. 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ა. ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42