ბათუმში მომხდარი არეულობა - ჩხვირკია სუს-ის თანამშრომლების მიერ მოწმეებზე ზეწოლაზე საუბრობს
სამართალი - 16:45, 20 Jun, 2017     3096
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების საქმეზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებისთანავე ირაკლი ჩხვირკიამ თქვა, რომ „დარბაზში მყოფი სუს-ის თანამშრომლები მოწმეებზე ზეწოლას მოახდენენ“.

ჩხვირკიას თქმით, დარწმუნებულია, რომ ევროპული სასამართლო გაამართლებს.

„საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - აღნიშნა ირაკლი ჩხვირკიამ.

"ჩემი დაკავება 23 აპრილს მოხდა. საქმეზე დაიკითხა ხუთი მოწმე. პირობას გაძლევთ, რომ დავამტკიცებ, რომ ჩვენებები არის აბსურდული. ამ საქმეში არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. მოწმეები ამბობენ, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ დაიწყო მანქანების დაწვა. მათივე მოპოვებული მასალები ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. არც ერთი მოწმე არ იძახის, რომ ქვას ვისროდი, ან ვიგინებოდი. ყველა მოწმის ჩვენებაში „კოპი ფეისთით“ არის გადატანილი. აქციაზე სეპარატისტული მოწოდებები იყო, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და სურვილი მქონდა, რომ გამეჩერებინა. ბუნებაში ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის. სამართალი დღეს ერთი კაცის ჯიბეშია და როგორც უნდათ ისე ტრიალებს. ადამიანებს, რომლებსაც 20 და უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ ხე გლეჯიას შვილის სტატუსის შემდეგ პროკურატურამ ისინი გაათავისუფლა. ჩემი ოცნებაა სოხუმში უნდა წავიდე. სოხუმში ვერ წავალ თუ ამ ქვეყანაში ასეთი პოლიცია და სასამართლო იქნება. მე იდეალისტი ვარ. ამ პროცესთან მიმართებაში იდეალიზმს ვითხოვ. ორი თვეა ტყუილად ვზივარ ციხეში. არ მინდა ამ დარბაზიდან შეურაცხყოფილი გავიდე. ქვეყანაში, სუს-ის დაშინების მიუხედავად, მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას ღებულობენ. მე ციხის არ მეშინია, გინდა 6 წელი მომისაჯოთ. ევროპული სასამართლო მაინც გამამართლებს, რადგან ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა ჩხვირკიამ.

ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემაც.

ღოღობერიძე ამბობს, რომ საპატიმროებში დაკავებულები არაადამიანურ პირიბებში იმყოფებიან.

"გარედან ლამაზ, შიგნით ჩამპალ ციხეში ვართ. არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებით. ციხეში რომ გამოვიკვებო, საჭმელს ოჯახი მიგზავნის. ადამიანის უფლებები სრულად დარღვეულია. არ არის ჰიგიენა დაცული"-, განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

„ნიუპოსტი“ ირაკლი ჩხვირკიას განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ უწყების არც ერთი წარმომადგენელი დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42