სარჩელის შეტანა კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მოხდა, მოქალაქეები ე.წ. გასაღების ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის გადაცემას ასაჩივრებენ. მათი მტკიცებით, სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულია ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციებზე.
მოსარჩელეები ასევ თვლიან, რომ უკანონო მოსმენების რისკები მაღალია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პრეზიდენტს მოსმენების კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






