"ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს? - რა დარღვევებზე აკეთებენ აქცენტს მსახიობის უფლებადამცველები
სამართალი - 15:42, 19 Jun, 2017     3725
დღეს საქალაქო სასამართლოში 4 თვის წინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის გიორგი გიორგანაშვილის „ბახალას“ სასამართლო პროცესი გაიმართა. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს. ნარკოტიკის „ჩადებაზე“ საუბრობენ დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრებიც, მათი თქმით „ბახალა“ არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. დაკავება-გამოძიების დროს კი, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, რაზეც რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. სასამართლოსთან "ბახალას" მხარდამჭერი აქციაც გაიმართა აქციის მონაწილეები საზოგადოებას გაერთიანებისკენ და დაკავებულის გვერდით დგომისკენ მოუწოდებდნენ.

"8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის, ისევე, როგორც უამრავი სხვა, არის მსხვერპლი და ეწირება დრაკნოულ და გამანადგურებელ, ადამიანისთვის ღირსების შემლახავ კანონმდებლობას."- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ხოჭოლავამ.

საქმის პროკურორის განცხადებით, ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით ჩატარდა. ბრალდების მხარე ჩადების ფაქტს გამორიცხავს. პროკურორ ირინა ჩოჩიას თქმით გიორგანაშვილის ჩხრეკის საფუძველი სხვა პიროვნების განცხადება გახდა:

„ჩადების პრეტენზიას საფუძველი არ აქვს, ვინაიდან გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკის საფუძველი სხვა პიროვნების განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ მისი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები ასევე ეკუთვნოდა გიორგანაშვილს. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩატარდა გიორგანაშვილის პირადი ჩხრეკა, რის შემდეგაც, ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის სრული დაცვით და ბრალდებულიც გაეცნო ჩხრეკის ოქმს და არავითარი პრეტენზია არ დაუფიქსირებია, ბრალდების მხარეს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ნამდვილობა. ბრალდებული დაკავებისთანავე უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპით. დაცვის მხარეს, თავის მხრივ, არ ჩაუტარებია არავითარი დამატებითი ღონისძიება. პოლიციელების ჩვენებები პროკურატურისთვის სანდოა. გამოვრიცხავთ ჩადების ფაქტს. ბრალდებულმა უარი განაცხადა ნარკოლოგიური ექსპერტიზის, ასევე ფოტოსა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.“- განაცხადა ირინა ჩოჩიამ.

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის თქმით, „ბახალას“ ნარკოტიკი იმ ტანსაცმელში აღმოუჩინეს, რომელიც თავად პოლიციელებმა მოაცვეს.

„მთავარი კითხვის ნიშანი არის ის რომ, საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და მათ მიერ ერთპიროვნულად შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. ძირითად კითხვებზე, რომელიც დაცვისთვის მნიშვნელოვანია არ ახსოვთ პასუხები, რით შეიძლება, აპელირება მოვახდინოთ გიორგის უდანაშაულობაზე. თუნდაც ის, რომ ის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ მოათავსეს პოლიციის მანქანაში და პოლიციის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. არ ახსოვთ პოლიციელებს, რომ მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა და შემდეგ, როცა შესცივდა, გრძელსახელოებიანი მაისური მოაცვეს, რომელშიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ცალკე მხარეს დგას გიორგი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფო უწყება, რასაც პოლიცია ჰქვია. არ ჩაუტარებია სახელმწიფო ბრალდებას ექსპერტიზა იმის თაობაზე, იყო თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის დნმ-ი ან ანაბეჭდი. მხოლოდ მოწმე პოლიციელების საფუძველზე ამტკიცებენ რომ ნარკოტიკული საშუალება არის გიორგი გიორგანაშვილის“, - აცხადებს ადვოკატი ნინო გელაშვილი.

გიორგი გიორგანაშვილის დედის ნანა ჩხიკვიშვილის თქმით მისი შვილი ნარკომომხმარებელი არაა და ის სხვა დაკავებულმა პირმა იმის გამო დაასახელა, რომ დანაშაული ცოტათი შემსუბუქებოდა:

„სპექტაკლად მეჩვენება ეს ყველაფერი, რომ მინდა, ეს პაწაწინა პოლიციელები - პატარები, როგორც ადამიანები, სადმე მივუერთო სიცრუის დეტექტორს. ჩემი შვილი არასდროს ყოფილა არც მომხმარებელი და არც აქტიური მომხმარებელი. როგორც ჩემი შვილია აქტიური მომხმარებელი, იმ სიმართლით ევლოთ პოლიციელებს თუ პატაკის დამწერებს. აუცილებლად გაეცემა პასუხი ყველა ტყუილს და სპექტაკლს. დაუპატიმრებიათ ვიღაც და იმას უთქვამს, რომ ერთ სამსახურში უნდა გვემუშავაო, დაუსახელებია ჩემი შვილიც. ალბათ, იქიდან გამომდინარე დაიჭირეს. ამხელა ზღვა რაოდენობა და ბომბი ჩამოუტანია, რა თქმა უნდა, ადამიანია და დაფრთხა, თან ეტყობა, არაადამიანია“ - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება ორმა პოლიციელმა მისცა, მათ შორის იმ სამართალდამცველმაც, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკისას ნარკოტიკი ამოიღო. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა ექსპერტმაც, რომელმაც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკს სამედიცინო კვლევა ჩაუტარა.

"ბახალას" საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42