"ნიუპოსტმა" ადვოკატი ძველი თბილისის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჩაწერა, სადაც მან უწყებებს ოფიციალურად მიმართა - დროულად ამოიღონ ყველა იმ ვიდეო კამერის ჩანაწერი, რომლებზეც შესაძლოა ჟურნალისტის გატაცების ფაქტი იყოს გადაღებული.
"სამი კვირა გავიდა, რაც აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. ვითხოვთ, სრულად იყოს ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნიაღვარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენი მოთხოვნაა ჭონქაძის ქუჩამდე ნომერი 4 სამარშუტო ტაქსის ვიდეო სათვალთვალო კამერების ამოღებაც. ამოღებული უნდა იქნას მეტრო "300 არაგველის" და "ავლაბარის" ჩანაწერები, უნდა ამოიღონ აეროპორტის გზაზე და საქართველო-აზერბაიჯანის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ამით შეიძლება გაიხსნას ეს დანაშაული. ასე ჩვენი მოთხოვნაა, გადამოწმებული იყოს საეჭვო პიროვნება, ვინც ჩვენ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს და რომელიც უთვალთვალებს თუ როგორ ჯდება აფგან მუხთარლი მიკრო ავტობუსში. თუ არ იქნება ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული ფაქტობრივად ამ დანაშაულის გახსნა ვერ მოხდება," - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისი თქმით, "ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე ვითარება შეცვლილია, რასაც სისხლის სამართალში მტკიცებულების განადგურება ჰქვია".
ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. ეს გარემოება კი აჩენს ეჭვს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები






