კომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს სასამართლოს ხარჯები - 5 000 ლარი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა , პარლამენტარმა და „რაკია ჯორჯიას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე თაღლითობის გამო წააგო. სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია „ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს შესაბამისი ხარჯები. საქმე ეხება 951 ჰა მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ 2007 წელს „რაკია ჯორჯიას“ დირექტორობის პერიოდში კომპანიას მისი ახლო პარტნიორისაგან 27 . 200 .000 ლარად , რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად აყიდინა, ხოლო პოსტის დატოვებამდე და დაპატიმრებამდე 2012 წლის ივლისში გააფორმა კონტრაქტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიასთან და „რაკიას“ კუთვნილი 27 მილიონად ნაყიდი მიწები 2 მილიონად მიჰყიდა საკუთარ თავს და ეს თანხაც კი არ გადაიხადა. მოგვიანებით კი, თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2$ - ად გაასხვისა. ეს ადასტურებს, რომ ეს სამი ადამიანი საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებდნენ და მათ წინააღმდეგ საქმე არაერთ ქვეყანაშია აღძრული. უახლოეს დღებში „რაკია ჯორჯია“ ქართულ საზოგაოდებას მიაწოდებს ინფორმაციას იმ დამალულ ქონებებსა და კომპანიებზე, რომლებსაც ფლობს გელა მიქაძე და უმალავს საქართველოს საგადასახადო სისტემას. სასამართლოს ეს ვერდიქტი ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოტანილი უკვე მეორე გადაწყვეტილებაა”, - ნათქვამია ”რაკია ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირებმა, რომელბიც საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულ კომპანიას მითვისებული თანხები უნდა დაუბრუნონ.
ჰატერ მასადს 12 მილიონ 800 ათასის, ჯანაშიას 4 მილიონ 400 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა. საქმე ეხება ფოთის პორტსა და კომპანია რაკიას შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ მის ანულირებას. შედეგად კომპანია სერიოზულად დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები






