"რეზოლუციის მიღებით დადასტურდა, რომ მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს"- ადვოკატი
სამართალი - 15:01, 15 Jun, 2017     1760
აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე რეზოლუციის მიღებით დადასტურდა, რომ საქართველოში საქმეზე ობიეატური გამოძიება არ მიმდინარეობს.

"დადასტურდა რომ საქართველოში აფგან მუხთარლის საქმეზე ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება არ ჩატარებულა, რეზოლუციაში სწორედ ამის საჭიროებაზეა გამახვილებული ყურადღება. საქმის ობიექტურ გამოძიებაზეა დამოკიდებული საქართველოს, როგორც ქვეყნის აღქმა დაცულია თუ არა აქ ადამიანის ძირითადი უფლებაბი. რეზოლუცია შედეგია იმისა, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ხდება: დღემდე არავითარი ხელშესახები მტკიცებულება არ ყოფილა გამოვლენილი"- აღნიშნა ჩოფილაშვილმა.

ადვოკატის თქმით, საქმეში დევს არა უშუალოდ გატაცების ადგილას, არამედ ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე დამონტაჟებული ქუჩის სათვალთავალო კამერით გადაღებული კადრები.

ჩოფიკაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ გამოძიებამ ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები დაგვიანებით ამოღო.

"საქმეზე ვიდეო ჩანაწერების ამოღება გამოძიებამ მხოლოდ ერთი კვირის შემდგომ დაიწყო. საქმეს პროკურატურის ნაცვლად, რაიონული პოლიციის განყოფილება იძიებს. აფგან მუხთარლს და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ამასთან, დაკითხულია 200 მოწმე, ოთხი ტომია საქმე და დაკითხულია ისეთი მოწმეები, ვინც არაფერი იცის ამ საქმესთან დაკავშირებით. თუ გამოძიება მომავალშიც ასე გაგრძელდა საბოლოოდ ძალიან სამწუხარო შედეგებს მივიღებთ"- განაცხადა მუხთარლის ადვოკატმა.

არჩილ ჩოფიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით ორი ქვეყნის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ამ საქმეზე საერთაშორისო ზეწოლა აქამდეც იყო, არაერთი განცხადება გაკეთდა, რაც კიდევ ერთი დასტურია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქმის ობიეტურად გამოძიებას ქვეყნისათვის. ფაქტობრივად დღემდე გამოძიება მიმდინარეობს იმისთვის, რომ რეალური გამოძიება არ ჩატარდეს"- აღნიშნა ჟურნალისტის ქართველმა ადვოკატმა.

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგანგებო, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროდეპუტატები აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42