"ჯიბლაძემ გატაცების ფაქტი გამოიგონა, ფინანსური ვალდებულებების შესრულება არ სურს"- ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებულების ადვოკატი
სამართალი - 13:06, 14 Jun, 2017     3853
ბიზნესმენ გია ჯიბლაძის გატაცების ბრალდებით დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმის ვერცერთი მტკიცებულება, მათ შორის ვერც აუდიო და ვერც ვიდეო მტკიცებულება ვერ ადასტურებს, რომ დაკავებულებმა სამშენებლო კომპანია სვეტის დამფუძნებელი გაიტაცეს.

დაცვის მხარის განცხადებით, "გია ჯიბლაძემ გამოიგონა გატაცების ფაქტი, რადგან ჯიბლაძეს ფინანსური ვალდებულებების შესრულება არ სურს, რომელიც კომპანია "მშენებელ სამთან" აქვს".

ადვოკატის თქმით, დაკავებულები ამ კომპანიის წარმომადგენლები არიან.

„ჩანაწერებში, არც აუდიო და არც ვიდეო ჩანაწერებში არსად არ არის არანაირი ფაქტი, რომელიც ასახავდა გატაცებას, არ არის არცერთი სიტყვა, რომელიც ასახავდა გამოძალვას. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არის იმის, რაზეც მიდის საუბარი. გამოძიება თითქოს მიდის ცალმხრივად, საერთოდ არ აქვს საუბარი დაზარალებულს ვინ არის, რა ვალდებულებებიბი ჰქონდა, რა უნდოდათ. გამოძიება მიდის მხოლოდ იმ კუთხით, რომ ამ ოთხმა პირმა რაღაც დააშავა,“ - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.

დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე, სადაც ოთხივე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უდნა იმსჯელონ, დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42