სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გატაცებისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. საქმის მასალები ადვოკატებს გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
როგორც ცნობილია, დაკავებულები ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის, მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
“ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, არ ცნობენ თავს დამნაშავედ. არის გარკვეული მტკიცებულებები დაცვის მხრიდან მოსაძიებელი, რომელიც გაამართლებს მათ პოზიციას. როგორც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები აღნიშნავენ, იყო მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს საქმიანობა. ამ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, მათ შორის ფინანსური ე.წ. დაზარალებულს. ვფიქრობთ, რომ არის პროვოცირებული გარკვეული მიზნების მისაღწევად,“ - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






