საბედისწერო კლიპი: " ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო"
სამართალი - 16:03, 12 Jun, 2017     12236
"ბირჟა მაფიას“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მაგლობლიშვილი სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.

გიორგი ქებურია 20 ათას ლარიანი გირაოს, მიშკა მგალობლიშვილი კი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება თვალითაც არ უნახავს და სამართალდამცავებმა ისე გააფორმეს საბუთები. მისივე თქმით, დაკავებისას, პოლიციელები კლიპზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მათი დასჯა "სამაგალითო" უნდა ყოფილიყო, ბრალი კი მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო აღიარა.

„პირადად ჩემთვის არ ჩაუდიათ, თვალითაც არ მინახავს, უბრალოდ გაფორმდა საბუთებში. ბრალი ვაღიარე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცავების სახელი და გვარი არ ვიცი, იმიტომ რომ არავის წარუდგენია თავი. მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია მათი ამოცნობა. დაკავების დროს კლიპზეც იყო საუბარი, რომ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო “- განაცხადა ქებურიამ. მისი თქმით, კლიპში პოლიციელის გამოსახულების დაფარვა აჭარანეტში განხორციელებული ზარის შემდეგ გადაწყდა.

ქებურია მისი და მიშკა მგალობლიშვილის დაკავებას "ბირჟა მაფიას" ვიდეოკლიპს უკავშირებს, სადაც პოლიცია გაშარჟებული იყო:

„ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მადლობა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის"- განაცხადა ქებურიამ.

შეგახსენებთ, შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რეპერების დაკავებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42