"ბირჟა მაფიას" წევრების პროცესი დაინიშნა - "ობიექტური გადაწყვეტილების შემთხვევაში რეპერები გათავისუფლდებიან"
სამართალი - 11:52, 12 Jun, 2017     2047
ბრალდებული რეპერების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ობიეატური სასამართლოს პირობებში, გიორგი ქებურიადა მიხეილ მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

როგორც "ნიუპოსტს" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარეს საპელაციო სასამართლოში არგუმენტირებული სარჩელი აქვს შეტანილი.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაცვის მხარის საჩივარს ობიქტურად განიხილავს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უნდა, შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება. ჩვენი საჩივარი დასაბუთებულია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კანონთან შესაბამისობაში არ არის"- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

გიორგი ქებურიას ადვოკატის განცხადებით, ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

მოსიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შოთაძის უწყება მუსიკოსების საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

"მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებს, შემდეგ უფრო უპრიანი იქნება კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საუბარი"- განმარტა ბრალდებულის ადვოკატმა.

მოსიაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლო “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე სასამართლო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.

ადვოკატის, განცხადებით, გლდანის მერვე საპყრობილეში დაკავებული მუსიკოსების მოწმის სტატუსით დაკითხვისას გიორგი ქებურიამ ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე გაამახვილა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე გაამახვილა, რომელიც სამწუხაროდ საგამოძიებო ორგანოში ხორციელდებოდა"- უთხრა "ნიუპოსტს" ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში დაკავებული მუსიკოსების მოწმის სტატუსით გუშინ დაკითხეს. პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგამოძიებო უწყებამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ისინი დააკავა, გამოძიება დაიწყო.

გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.

პოლიციამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 9 ივნისს დააკავა.

საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს,აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42