შესაძლოა “ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლონ
სამართალი - 09:50, 12 Jun, 2017     1502
“ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლოა დღეს გათავისუფლდნენ.

დაკავებული მუსიკოსების მოწმის სტატუსით დაკითხვა გლდანის მერვე საპყრობილეში გვიანობამდე მიმდინარეობდა.

გაგი მოსიაშვილის განმარტებით, გიორგი ქებურიამ გაამახვილა ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

დაიკითხნენ თუ არა თავად სამართალდამცველები, საგამოძიებო უწყებაში ამ თემაზე არ საუბრობენ.

ოფიცილური განცხადებით, კი პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

შოთაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო ორგანო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

”ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”- ნათვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.

პოლიციამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 9 ივნისს დააკავა.

საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს,აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42