რომელია შენი სეზონი? - ამას წელიწადის დროთა თეორიით მიხვდებით
ეს საინტერესოა - 14:31, 02 Nov, 2018     5583

გარეგნობის მიხედვით ადამიანთა კლასიფიკაციის მთავარ პრინციპად ძირითადად თმის ფერია მიღებული, მაგრამ ქერებად, შავგვრემნებად, წითურებად დაყოფა ყველა თავისებურებას ვერ ასახავს. კანის და თვალის ფერიც მნიშვნელოვანია. ყველაზე პოპულარული წელიწადის დროთა თეორიაა, როცა ადამიანის ტიპი სეზონებთან ანალოგიით განისაზღვრება (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).დომინანტი ფერის მიხედვით - წითელ-ყვითელია თუ ლურჯი - დროებსაც თბილ (გაზაფხული, შემოდგომა) და ცივ (ზაფხული და ზამთარი) დროებად ყოფენ.


გაზაფხული

გაზაფხულის მთავარი ფერი ყვითელია. ამ ტიპის ქალები უფრო ხშირად ბუნებრივად ქერა ან ღია წაბლისფერი თმით იწონებენ თავს. თმას ოქროსფერი, ხორბლისფერი ან ქარვისფერი ბზინვარება დაკრავს. კანი ნათელი ფერისაა, თითქმის გამჭვირვალე, ატმის ან რძისფერს ჰგავს და მზის სხივების ზემოქმედებისგან უფრო დაცულია. თვალები - ცისფერი, ნაცრისფერი, ან ღია მწვანე.

”გაზაფხულს” ნაზი, პასტელის ფერები უხდება, ამიტომ ტანსაცმელი ასეთი გამით უნდა შეარჩიოს. მისი კანი დაღლილი და უსიცოცხლო ჩანს ხოლმე, ამიტომ ზედმეტად ღიას ან, პირიქით, ზედმეტად მუქს უნდა მოერიდოს..

ზაფხული
ზაფხულის გარეგნობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა თმისა და კანის ფერის კონტრასტულობას აქვს. რამდენადაც ნათელია კანის ფერი და მუქი - თმის ფერი, მით უფრო კონტრასტული იქნება “ზაფხული”. ამის მიხედვით 3 ქვეტიპია: კონტრასტული, საშუალო და არაკონტრასტული. ფერფლისფერი ან ჩალისფერი თმა; ნაცრისფერი, მწვანე, ღია თაფლისფერი ან მუქი ცისფერი თვალები; მონაცრისფრო და ღია ფერის კანი, ზეთისხილის გარსისებური და ზედაპირთან ახლოს განლაგებული კაპილარებით და სიწითლეებით.

“ზაფხულს” უხდება მშვიდი, არც ისე მკვეთრი და მორიდებული ფერები: ნაცრისფერის სხვადასხვა ვარიანტი, ცისფერი, იასამნისფერი (ღიაც და მუქიც) და ვარდისფერი. სამშვენისებიდან – ფერადი, ვერცხლისფერი და პატარა მარგალიტებიანი სამკაული.

შემოდგომა
შემოდგომის ფერთა გამა უფრო თბილია, ვიდრე - გაზაფხულის. თუ “გაზაფხულში” ყვითელი დომინირებს, “შემოდგომაზე” წითელი “მართავს სიტუაციას”. ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მწვანე, ქარვისფერთან ან კონიაკისფერთან უფრო ახლო თაფლისფერი თვალები და წითური თმის ყველანაირი ვარიაცია: სპილენძისფერი, წაბლისფერი, ცეცხლისფერი, მოწითალო ყავისფერი. თმა სქელი, ელასტიური და ხშირად ტალღოვანია. კანი ჩვეულებრივ კრემისფერია, ხორბლისფერი, ჭორფლით, მზეზე მტკივნეულად რეაგირებს: წითლდება ან აენთება.

ცივი (შავი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი) “შემოდგომას” არ უხდება. საერთოდაც, ამ ტიპის ადამიანებს შემოდგომის ფერები ალამაზებთ სამოსშიც და სამშვენისებშიც, ეს ფერები მათ გარეგნული სითბოს ხაზგასმაში ეხმარებიან: აგურისფერი, ყავისფერი, სტაფილოსფერი, ხაკისფერი, ჭაობისფერი მწვანე, ოქროსფერი, კრემისფერი. სამკაულად ოქროს, სპილენძის ან ბრინჯაოს ნაკეთობები სჯობს.

ზამთარი
ამ ტიპის გარეგნობა აღმოსავლური ქვეყნების მაცხოვრებლებს ახასიათებთ. კანი მუქია, თმაც - მუქი. თვალები - მუქი თაფლისფერი, ან ყავისფერი.

ზამთარსაც ზაფხულივით ორი ქვეტიპი აქვს: კონტრასტული და არაკონტრასტული (ისევ და ისევ თმის და კანის ფერთა კონტრასტებზე დაყრდნობით). კონტრასტულ ზამთარს მუქი შავი, ხშირად სწორი თმა და თეთრი კანი აქვს. თვალები: მუქი წაბლისფერი, ან ცისფერი. სრულიად საწინააღმდეგო გარეგნობა აქვს არაკონტრასტულ ზამთარს: მუქი შავი, რბილი თმა, შოკოლადისფერი ან სპილენძისფერი ჩრდილებით, ზეთისხილისებური ზედაპირის მონაცრისფრო კანი და მუქი წაბლისფერი, ან მომწავნო წაბლისფერი თვალები.

”ზამთარი” ერთადერთია, რომელსაც შავ-თეთრი გამა არაფერს აკლებს. მაგრამ სჯობს, უარი უთხრას მკვეთრ, სავსე ფერებს (ნარინჯისფერი, ნათელი მწვანე, ყვითელი) და უპირატესობა ბაც ვარდისფერს (ჟოლოსფერი, ლალისფერი, ბორდოსფერი), მუქ იასამნისფერს, კრემისფერს მიანიჭოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42