ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი - ამერიკული მედია FBI-ის ფარული ჩანაწერის დეტალებზე
სამართალი - 14:03, 10 Jun, 2017     29201

8 ივნისს ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ედებათ ბრალად. მათ შორის ერთ-ერთი არის ქართველი სპორტსმენი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე. ხურციძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის დეტალებზე წერს ამერიკული მედია.

Seattle Times: „პროფესიონალ მოკრივეს საშუალო წონით კატეგორიაში ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რათა იგი მისი საქმის განხილვის პროცესს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაელოდოს.

37 წლის ავთანდილ ხურციძის მიერ ჩადენილი დანაშაული, ასახულია ფარულ ვიდეო-ჩანაწერზე, რომელიც FBI-ს ინფორმატორის მიერ არის გადაღებული, რომელიც ხურციძეზე მასალებს აგროვებდა. აღნიშნული ჩანაწერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოსამართლე კეტრინ ფორესტი დარწმუნებულიყო იმაში, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს და უნდა დარჩეს გისოსებს მიღმა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლოზე მტკიცებულებად წარმოდგენილი ორი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი ასახავს, ხურციძის მხრიდან ძალადობის შემცველ ფაქტებს, სადაც იგი თავსესხმის სამართალდამცავების ინფორმატორს , რომელიც ფარულად იწერდა სპორტსმენის შეხვედრებს“

New York Post: „მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა პროფესიონალ მოკრივეს, მას შემდეგ, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ მისი წვრთნების რეჟიმი შეიცავს ადამიანების ცემის ფაქტებს რუსი კრიმინალის სახელით. საუბარია რაჟდენ შულაიას სახელით ბრუკლინში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოჩანაწერებზე.

ფედერალების განცხადებით, ვიდეოკადრებზე კარგად ჩანს თუ როგორ უსწორდება ხურძიძე ფიზიკურად ადამიანს, რომელსაც პოკერის ერთ-ერთი თამაშიდან თანხის მოპარვას აბრალებს. ბრალდებულის ადვოკატი უარყოფს, რომ მისი კლიენტი შემსრულებელი იყო, მისი განცხადებით წარმოდგენილი ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“

The Washington Times: “ჩემი კლიენტი მსოფლიო დონის მოკრივეა. როდესაც ასეთი ცნობილი ხარ, ადამიანებს სურთ იყვნენ შენს გარშემო“, - აცხადებს პროფესიონალი მოკრივეს ადვოკატი. „ის მშვიდობისმოყვარე ადამიანია, იგი რინგის მებრძოლია“, ადვოკატის თქმით, ხურციძე ქვეყანას არ დატოვებს, რადგან მისი პრომოუტერი ნიუ იორკში იმყოფება. „მას აქვს პასუხისმგებლობა დააკმაყოფილოს კონტრაქტის პირობები, რომელიც აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს დადებული, სხვანაირად იგი ფულს ვერ გამოიმუშავებს“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42