საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
სამართალი - 18:33, 09 Jun, 2017     25426
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” რეპერ მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების 8- დან 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას იმ მუსიკალურ ვიდეოს უკავშირებს, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

ბრალდებული სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ პოლიიციის განყოფილებაში სამართალდამცავები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი.

“მითხრეს, ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, შენ გექცევით ასე. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ ვისაც არ უყვარს პოლიციელები და ა.შ... პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია Kay G (გიორგი ქებურია). მისი აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.

რეპერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა - არ განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და თავისუფლება რატომ აღუკვეთეს.

გიორგი ქებურიას თქმით, დაკავების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.

რეპერის განცხადების თანახმად, დაკავებისას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მეუბნებოდნენ , რა გემღერებოდა, თოვლის ბააბუებზე იმღერეო” - აცხადებს ბრალდებული.

საქართველოს მოქალაქეებმა კი სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურასა მიმართავენ და "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ კლიპს უკავშირდება. დაკავებულის დედის თქმით, კი მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.

ნიუპოსტი“ გთავაზობთ შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას:

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42