ხურციძის ოჯახში აცხადებემნ, რომ მათ აშშ-იდან და კრივის ფედერაციიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. უცნობია ვინ იცავს დაკავებული ხურციძის ინტერესებს.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს ქართველი სპორტსმენის - ლევან მაყაშვილის დედის ინფორმაციით მაყაშვილი თავს დამნასავედ არ სცნობს.
"როგორც ჩემთვის ადვოკატისგან არის ცნობილი, ლევანის ხელი უნდა მოეწერა ქვეყნიდან გაუსვლელობაზე, რაზეც მან უარი განაცხადა. ლევანმა არ მოაწერა ამ საბუთს ხელი, რადგან ამ შემთხვევაში, ის დაარღვევდა კონტრაქტს. კონტრაქტით, მას აშშ-ის გარეთ ოთხი ორთაბრძოლა აქვს გასამართი. მას უნდა, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს და ჩვენც სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით“, - განაცხადა მაია ლომინაძემ.
დაკავებულის ძმამ კი თქვა, რომ ლევანი დაკავებისას მარტო იმყოფებოდა.
"ლევანის დაკავება მოხდა ღამით Mutant MMA-ს დარბაზში, სადაც ის ბრძოლისთვის ემზადებოდა. ის იქ მარტო იმყოფებოდა. ვფიქრობ, რომ ეს იყო გაუგებრობა. ლევანი ცნობილი სპორტსმენია და მას უკავშირდებოდნენ გულშემატკივრები და ქართველები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. ალბათ, სადმე არის დაფიქსირებული იმ ქართველებს შორის, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს. ჩემი მოლოდინია, რომ ლევანს დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ის უდანაშაულოა“, - განაცხადა დაკავებულის ძმამ.
ოჯახი სპორტსმენის ბრალეულობას გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ მას აშშ-ში მცხოვრები ქართველები თავდებად დაუდგებიან და გაათავისუფლებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მას არ აქვს კავშირი კრიმინალურ დაჯგუფებასთან.
“ვნახე ლევანი. ის არის სრულიად უდანაშაულო, როგორც აცხადებს და, ალბათ, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ხალხი აიყვანეს და ლევანიც, ალბათ, მოჰყვა, თორემ სასამართლოს ლევანის გამოშვების პრობლემა არა აქვს. პირიქით, უშვებენ დღეს ან ხვალ,“ - განაცხადა ადვოკატმა ლევან ნატალიშვილმა.
ქართველი სპორტსმენების პროცესი თბილისის დროით 20:00 საათზე (ნიუ იორკის დროით 12:00 საათზე) დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მოზადების და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






