სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას და შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა
სამართალი - 13:57, 09 Jun, 2017     1881
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა, ორ სისხლის სამართლის საქმეზე, მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მსჯავრდებულ შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა 2016 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს მსჯავრდებულ შალვა შალიკაშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა შალვა შალიკაშვილის მიერ გაუპატიურების ჩადენის და ცოტნე გამსახურდიას მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.
ჩატარებული გამოძიებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად. დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე, მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ წინასწარ დადგმული სცენარით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, როდესაც მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა. აღნიშნულისთვის ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ამრიგად, დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაციას, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა ქრთამის მიცემის ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
ჩატარებული გამოძიებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებული შალვა შალიკაშვილი გაყალბებული მტკიცებულებების და 12 წლის დაზარალებულის ცრუ დასმენის შედეგად გასამართლებული იქნა 2008 წლის 31 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიესაჯა 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ცხრა წელი იხდიდა სასჯელს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ შალვა შალიკაშვილი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
პროცესის, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, სააპელაციო სასამართლოს 23 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 8 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი."- აღნიშნულია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42