დავით გამხუაშვილის საქმეში ახალ დეტალებზე საუბრობს „კურიერი“, რომელიც ექსკლუზიურ ვიდეო და აუდიო მასალას ავრცელებს.
საუბარია სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერზე, სადაც დავით გამხუაშვილი მომხდარის დეტალებს ყვება. იგი სამართალდამცავებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს.
საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და მთავარი პროკურატურა.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის, განცხადებით, დავით გამხუაშვილის საქმე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არსებობს სისტემური პრობლემა.
„აქამდე არსებულ ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა ეფექტურად. ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი პოლიციელი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მიეცა პასუხისგებაში და დაისაჯა მსგავსი ფაქტების გამო და ასეთი დუმილი სახელმწიფოსი ახალისებს მსგავს დანაშაულებს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






