დეკანოზის საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე სხდომის საჯაროობას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
„იწყება დღეიდან არსებითი განხილვები, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება. იქნება არაერთი მოწმეთა დაკითხვა. დაახლოებით 120-მდე მოწმე არის, რამდენიმე ათასი საქმის ფურცელი, რომელიც არაფრის მომცემი არ არის და შეიძლება, მაკულატურაც იყოს, მაგრამ განსახილველია. შესაბამისად ჩვენ დავადასტურეთ, მათ შორის, პირველ რიგში მოპოვებული მტკიცებულებებით, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები დეკანოზ მამალაძის მიმართ არ იკვეთება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები, საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ, მამა გიორგის პატივისა და ღირსების შელახვისათვის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები






