შეგახსენებთ, მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ნიუ-იორკში სამართალდამცველებმა ერთდროულად 33 პირი დააკავეს, მათ შორის, 15 ქართველი. ამერიკის შეერთებული შტატების უსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს მოქალაქეების სახელ-გვარებია ჩამოთვლილი: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. მათ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობას ედავებიან.
კრიმინალურ დაჯგუფებას ბრალი ედება შეკვეთილი მკვლელობების, რეკეტის, ყაჩაღობისა და თაღლითობის ორგანიზებაში. ასევე, კრიმინალები აკონტროლებდნენ იატაკქვეშა სატამაშო სახლებს და კლუბებს, ვაჭრობდნენ მოპარული სიგარეტებითა და სხვა საქონლით და სხვა მრავალ დანაშაულში.
მასალის გამოყენების პირობები






