"8 პოლიციელი ურტყამდა, ერთ-ერთი ფარნით გაუპატიურებით დაემუქრა"- რა მოხდა მე-10 განყოფილებაში
სამართალი - 15:53, 08 Jun, 2017     17223
მოქალაქე დავით გამხუაშვილი სამართალდამცავებს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურის ჩვენება უკვე მისცა. როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულის ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში 8 პოლიციელი მონაწილეობდა აქედან 1 სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წარმომადგენელია.

ადვოკატის განცხადებით, დავით გამხუაშვილს სამართალდამცველებმა დაკავების პროცესში სცემეს. ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა.

მოქალაქე ყაჩაღობის მუხლით არის დაკავებული, თუმცა მისი უფლებადამცველი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ გამხუაშვილს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

"მოქალაქე დავით გამხუაშვილმა პროკურატურის წარმომადგენელს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ერთ-ერთმა სამართალდამცავმა უთხრა, რომ ფარანს უკანა ტანში გაუკეთებდა.

გამხუაშვილი იხსენებს, რომ მას 7-8 ადამიანი ურტყამდა, ერთ-ერთი კი ყოფილი სპეცრაზმელი იყო, რომელიც თითქოს დაზარალებულია. დაკავებული აცხადებს, რომ 2017 წლის 5 ივნისს, თორმეტის წუთებზე გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი ცემა გლდანის მე-10 განყოფილებაშიც გაგრძელდა"- უთხრა "ნიუპოსტს" ადვოკატმა.

ტყებუჩავა ამბობს, რომ დაზიანებების სიმძიმის გამო გამხუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორმა დაკავების მიღებაზე უარი განაცხადა.

"ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, გლდანის პოლიციის განყოფილებიდან გამთენიისას მიიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუმცა იზოლატორმა უარი განაცხადა დაკავებულის მიღებაზე, რადგან გამხუაშვილი სასტიკად ნაცემი იყო. ამის შემდეგ ავტომობილით დიდხანს ატარეს და სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მიიყვანეს, სამხარაულმა რახან გარკვეული დრო იყო გასული ექსპერტიზა არ ჩაუტარა, საბოლოოდ, გაურკვეველი ცნობების საფძველზე კვლავ მიიყვანეს წინასაწარი დაკავების იზოლატორში და განყოფილებაში მოათავსეს"- განაცხადა დაკავებულის უფლებადამცველმა.

ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ის გამხუაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდა, საბოლოოდ მისი ადგილსამყოფელი ომბუდსმენის ოფისის აქტიური ჩართულობით დაადგინეს.

ტყებუჩავა აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში დაკავებულს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაც კი არ მისცეს. რაც შეეხება ოფიციალურ ბრალს, ადვოკატის თქმით, ეს „ლამაზად შეფუთული ტყუილია“.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, გლდანში დანიშნულების ადგილზე მიდიოდა, მას ქალის კივილის ხმა შემოესმა, ადგილზე მისულმა ნახა ავტომობილი, რომლის უკანა სავარძელზე ქალი და მამაკაცი იჯდა. ამბობს, რომ სექსუალურ აქტის ხილვისას ბოდიში მოუხადა მათ, რაზეც მანქანიდან აგრესიულად განწყობილი, შიშველი მამაკაცი იარაღით გადმოვარდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე დაადო. გამხუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მამაკაცი კონკრეტული ქალის სახელს გაჰყვიროდა და აბრალებდა, რომ მისი მოგზავნილი იყო. ამის შემდეგ დაიყო მისი წამება" - განმარტა ადვოკატმა.

დაკავებულზე პოლიციელებისგან შესაძლო სექსუალური ძალადობის მუქარისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს პროკურატურა უკვე იძიებს.

სკანდალური ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა მოითხოვა. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან სამეთა სამინისტრომაც. შსს გამხუაშვილის კრიმინალურ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას. მღებრიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ "5 ივნისს შუაღამისას, დაახლოებით, 03: 40 საათზე ი.ქ. კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა".
როგორც მღებრიშვილის უწყებაში აღნიშნავენ, ი.ქ. 2015 წლიდან აღარ არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი 18 წლის განმავლობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა.
37 წლის დავით გამხუაშვილს მიმდინარე წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მერვე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42