ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საქმის გამოძიებაში პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი ჩაერთო
სამართალი - 15:08, 08 Jun, 2017     1619
საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით ჩართოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:
"ჯგუფის წევრები გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოამზადებენ დასკვნას, სადაც მოცემული იქნება კონსულტაციები საქმესთან დაკავშირებით და რეკომენდაციები პროკურატურისთვის.
საქართველოს პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის 2014 წელს შედგა შეთანხმება და შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს უზიარებს თავიანთ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას სამართლის სფეროში.
მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice); ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი (Moshe Lador) და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი (Paul Coffey) წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 23 მაისს, დაიწყო გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოდან“, არქიტექტურის სამსახურიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“. საქმეზე გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე საქმეზე ჩატარებულია სხვადასხვა სახის არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება.
ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, რის პარალელურადაც პროკურატურა აფასებს აღნიშნული ფაქტებისა და ქმედებების პოტენციურ დანაშაულებრიობას და განსახორციელებელ მოქმედებებს. ბუნებრივია, ზემოხსენებული ეტაპის დასრულებისთანავე საზოგადოებას დამატებით ეცნობება მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ.
სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice) - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;
მოშე ლადორი (Moshe Lador) - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;
პოლ კაფი (Paul Coffey) - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42