"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ თბილისის პროკურატურა დატოვა. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, "მანქანის აფეთქების საქმეში არსებული სხვა მონაწილეები საქართველოში არ იმყოფებიან".
თარგამაძე აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიების ვადა თვის ბოლოს მთავრდება, ის არ გამორიცხავს, რომ ამ ადამიანების მიმართ ვერ მოესწრება ბრალის წარდგენა და ეს საქმე ცალკე გამოიყოს.
"გამოძიება დამხვდა თითქმის იგივე ნიშნულზე, რაც წინა შეხვედრისას. ოდნავ მეტი იყო გაკეთებული საქმეში მონაწილე ორი პირის მიმართ, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ვერ ჩათვალა ეს საკმარისად, რომ მმათთვის ბრალი წარეგინათ. მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია, მასალები და იმედი მაქვს, ეს იქნება საკმარისი მათთვის ბრალის წარსადგენათ. ამ ინფორმაციით შესაბამის სამსახურებს მიეცემათ საშუალება აწარმოონ ოპერატიული მოქმედებები საქმეში მონაწილე 2 პირის და განსაკუთრებით მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, ვინაიდან მათი მოქმედებები პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის"- განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






