"პრემიერის განცხადება აღიქმება, როგორც მითითება, რომ არც კი ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები"- მუხთარლის ადვოკატი
სამართალი - 10:50, 07 Jun, 2017     1769
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ოჯახის მიერ აღიქმება, როგორც მითითება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ამ მიმართულებით არც კი ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები.


ადვოკატის განცხადებით, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული.

„საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ეს მითითება სრულდება და სწორად იყო აღქმული შსს-ს მხრიდან, რაც დაუშვებელია, რადგან გარემოხმარებისთვის, ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება. სრულყოფილი გამოძიება ყველა ვერსიის შემოწმებას ნიშნავს, მათ შორის, მთავარი პრეტენზიის, ეჭვის შემოწმებას, რომელიც დაზარალებულ ოჯახს აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი აფგანი პირდაპირ აცხადებს, რომ აღნიშნული აზერბაიჯანული და ქართული მხარის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. ამდენად, აუცილებელია, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და სრულყოფილად გაეცემა არსებულ კითხვებს პასუხი”- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, შოთაძის უწყებას ოჯახის მოთხოვნაზე, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს პასუხი ამ დრომდე არ ვგაუცია.

„პროკურატურაში შევიტანეთ წერილობითი მოთხოვნა საქმის გამოძიებაზე. პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ გაკეთებული განცხადებების ფონზე, თუნდაც პრემიერმა რაც გააკეთა, ოპტიმისტურად ნაკლებად ვართ განწყობილი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული. თუ პროკურატურა ამ საქმეს არ გამოიძიებს, გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს ბოლომდე აღდგენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42