ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე - შელაპარაკება მხარეებს შორის და სკანდალური განცხადებები
სამართალი - 17:49, 06 Jun, 2017     1784

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელი პროცესზე სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი დაიკითხა.

სასამართლო პროცესზე აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ მან დავით დევნოზაშვილი რამდენჯერმე ნახა მე-8 დაწესებულებაში , რომელიც ყაჭეიშვილის თქმით, ციხეში არაფორმალურად იყო შესული.

# 8 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილის ამ განცხადებას ბრალდებულის რეპლიკა მოჰყვა.

„თვალებში შემომხედე და სიმართლე ილაპარაკე", - ასე მიმართა დავით დევნოზაშვილმა მოწმის სახით დაკითხულ ვიქტორ ყაჭეიშვილს.

"აშაკარა ტყუილს ამბობს, ბატონო მოსამართლე. კაცი ამბობს, რომ მნახა მე-8 დაწესებულებაში და საერთოდ არ მყავს და არც ვყავარ ნანახი თვალით", - განაცხადა დევნოზაშვილმა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიქტორ ყაჭეიშვილმა თქვა, რომ ის ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძეს დაემუქრა სხვა პატიმრის ცემით, თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა.

სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილემ სასამართლოს წინაშე აღნიშნა, რომ აბდალაძე მას ეუბნებოდა, რომ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე, რათა ეღიარებინა ჯაშუშობის ბრალი, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, ფოტორეპორტიორს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე.

"მე უშუალოდ მქონდა შეხება გიორგი აბდალაძესთან. ის ციხის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის დავალებით ამყავდა ადმინისტრაციულ კორპუსში. აბდალაძემ საკანში მოთავსების შემდეგ დაიწყო შიმშილობა და ამის გამო ავიყვანე ის მუხაძესთან კაბინეტში. დირექტორმა მოსთხოვა კატეგორიულად, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რაზეც აბდალაძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ დავაბრუნე საკანში. შემდეგ უკვე მე ჩავედი მასთან მოგვიანებით და მოვთხოვე შიმშილობის შეწყვეტა. მივიღე უარი, რის შემდეგაც დავემუქრე პატიმრის ცემით, რომელიც მასთან ერთად იჯდა საკანში, თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას. ცოტა მოგვიანებით, დამიძახა აბდალაძემ და შეწყვიტა შიმშილობა", - განაცხადა ყაჭეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაფორმალურად შედიოდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები, მათ შორის დავით დევნოზაშვილი, რომელიც ამ საქმეზეა ბრალდებული.

ყაჭეიშვილი ირწმუნება, რომ ალექსანდრე მუხაძემ პირად საუბარში უთხრა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისს გადაღებულ ფოტოსურათებს უკავშირდება.

ვიქტორ ყაჭეიშვილი, მსჯავრდებულია. მას რამდენიმე საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული, მათ შორის პატიმრების წამების საქმეზე.

სასამართლოზე შსს-ს ყოფილ ვიდეოოპერატორს, ლევან შერმადინსაც მოუსმინეს. ამ უკანასკნელის თქმით, ირაკლი გედენიძის ჩვენების ჩაწერისას მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი.

"მითხრა ზურა გვენეტაძემ, რომ დააკავეს ის ფოტოგრაფები, ვინც 26 მაისს ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს და ისინი უნდა ჩაგვეწერა. ვკითხე, ვინ იყვნენ დაკავებულები და მითხრა, რომ ირაკლი და ნათია გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე. არ მესიამოვნა ეს ინფორმაცია, ვინაიდან ნათია და ირაკლი გედენიძეებს, ასევე გიორგი აბდალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ზურაბ ქურციკიძეს კი - შორიდან", - განაცხადა შერმადინმა მოწმისსახით დაკითხვისას.

ლევან შერმადინმა დეტალურად გაიხსენა ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენების ჩაწერა.

მისი თქმით, ფოტოგრაფი ანერვიულებული იყო.

"ვუთხარი, თუ გინდა საერთოდ არ გადავიღებ-თქო, რაზეც მითხრა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და გამეკეთებინა ჩემი საქმე. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ ირაკლის ჩვენების. იმ ოთახში იყო ზურა გვენეტაძეც და როცა ვისმენდი ირაკლის ლაპარაკს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტექსტი წინასწარ იყო დაწერილი, თითქოს ზურა გვენეტაძემ წინასწარ იცოდა, რას იტყოდა გედენიძე, ისეთ კითხვებს სვამდა. ჩაწერისას ოთახში შემოვიდა ერთი პირი, შემოიტანა ფურცელი და ირაკლის წინ დაუდო. მე არ ჩამიხედავს ამ ფურცელში და არ ვიცი შიგნით რა ეწერა. ირაკლი გედენიძის ჩაწერა რომ დავამთავრეთ, ოთახში შემოიყვანეს ნათია გედენიძე. მისი ჩვენების ჩაწერას უფრო ნაკლები ცდა დასჭირდა. ამის მერე მე და ზურა უნდა წავსულიყავით მასალის მოსამზადებლად და როდესაც ოთხიდან გამოვედი, დავინახე რამდენიმე ადამიანი, გავიგონე ასევე შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ვიღაცას ეუბნებოდა - "ყველაფერი კარგადააო", - განაცხადა შსს-ს ყოფილმა ოპერატორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42