როგირც "ნიუპოსტს" საქალაქო სასამართლდან აცნობეს, „გიორგი ჯ.-ს მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთვა.
„გიორგი ჯ.-ს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტოავარიის შედეგად ავტომობილ „ოპელის“ მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მ. ფ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მ. დ.-მ და ნ. ხ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
მასალის გამოყენების პირობები






