"ეს ადამიანი არის აზერბაიჯანის მოქალაქე და ამჟამად უკანონო გზებით, მაგრამ იმყოფება აზერბაიჯანში. საქართველო ვერ მოითხოვს მის დაბრუნებას. ეს არ არის გათვალისწინებული არც ჩვენი კანონით და არც საერთაშორისო აქტებით", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში სპეციალური განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.
ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ თუ პროკურატურამ აღნიშნულის საქმის გამოძიება არ დაიქვემდებარა, ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, უფრო ლეგიტიმური გახდება.
”კანონის შესაბამისად, როდესაც შესაძლებელია დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს პოლიციის თანამშრომელს, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა. ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები. შემდგომში უკვე კონკრეტული ფაქტებიც გახდა ცნობილი, რომ აფგან მუხთარლი ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობდა სრული საფუძველი, რომ ეს საქმე გამოეძიებინა მთავარ პროკურატურას. დღეს უკვე წერილობით თხოვნით მივმართეთ მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოგვეცეს საშუალება გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ისინი გვეუბნებიან, რომ არავითარი სტატუსი მუხთარლს არ აქვს, რაც ფორმალური საკითხია და ეს საკითხიც არის გადასაწყვეტი. ეს ყოველივე ერთად აღებული აჩენს უნდობლობას გამოძიების მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ვენდობოდეთ გამოძიებას და გვაქვს სურვილი, რომ დანაშაული გამოძიებული იქნას”, - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






