,,ალბათ ჩაერია ვინმე ზემოდან“ - რა კავშირი აქვს ლანჩხუთში მომხდარ დაჭრის ფაქტს მაღალჩინოსნებთან
სამართალი - 00:47, 05 Jun, 2017     13909
გასაიდუმლოებული დაჭრის ფაქტი ლანჩხუთში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გასული თვის ბოლოს სოფელ ჩიბათში მცხოვრები კ. ჩხაიძე სანადირო თოფით სოფლის ცენტრში დაჭრეს.

როგორც "გურიის მოამბეს" ჩიბათიდან მოაწოდეს ინფორმაცია, ჩხაიძეს შემთხვევის დღეს, ტელეფონით ესაუბრა ამავე სოფლის მკვიდრი კ. სარჯველაძე, რომელიც უცხოეთიდან ახალ ჩამოსული იყო. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი და დაჭრილის ახლობელი გვიყვება,სარჯველაძემ კ. ჩხაიძეს საღამოს სოფლის ცენტრში მისვლა სთხოვა.

"ღამის 11 სთ-ზე კახა მივიდა სოფლის პარკში, სადაც იმყოფებოდა პოლიციელი კუკულაძე, ასევე იქ იყვნენ სოფლის რწმუნებულის თანაშემწე ა. მგელაძე და საკრებულოს წევრი გ. ჩახვაძე.

ადგილზე მისულმა ვერ დაინახა სარჯველაძე და იმათ ჰკითხა ხომ არ დაგინახავთო. არაო, უპასუხეს. ეს გამობრუნდა და დაახლოებით 5 მეტრი ექნებოდა გავლილი, უკნიდან თოფი გავარდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც გაირკვა ორლულიანი თოფიდან აქვს ნასროლი რამდენჯერმე"-გვიყვება დაჭრილის ახლობელი.

კ. ჩხაიძე მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხში მოხვედრილი ჰქონდა 15 ტყვია ე.წ ,,კარტეჟი".

კ. სარჯველაძეზე, როგორც ეჭვმიტანილზე გამოცხადდა ძებნა და დაიწყო საქმის გამოძიება. ის 2 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს.

"არ ვიცი მისი გათავისუფლების მიზეზი. სარჯვეელაძეების ოჯახი ძალიან ახლო ურთიერთობაშია პოლიციის უფროსის წულაძის ოჯახთან და ასევე პარლამენტარ მამუკა მდინარაძის სიმამრის ოჯახთან. ალბათ ჩაერია ვინმე ზემოდან და გამოაშვებინეს პოლიციას. ჩხაიძე დღესაც ქუთაისის სავადმყოფოში წევს და მისი ფეხის შენარჩუნება კითხვის ქვეშაა, რადგან დღემდე ვერ ხერხდება მისი ფეხიდან რამდენიმე ტყვიის ამოღება"-გვიყვება კ. ჩხაიძის ოჯახის ახლობელი.

"გურიის მოამბეს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხრადთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღეს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42